მთავარი » ჯანდაცვა » ნუკრი კაპანაძე: კარგია თუ არა ინიციატივა – „რა გაწუხებთ?“, ამას კითხვაც არ უნდა
კარგია თუ არა ეს ინიციატივა, ამას კითხვაც არ უნდა.ჯანდაცვის სამინისტრო რაც უფრო ახლოს იქნება მოსახლეობასთან,მით უკეთესი - ნუკრი კაპანაძე.

ნუკრი კაპანაძე: კარგია თუ არა ინიციატივა – „რა გაწუხებთ?“, ამას კითხვაც არ უნდა

„რა გაწუხებთ?“ ჯანდაცვის სამინისტროსა და საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალური ალიანსის“ ერთობლივი სოციალური ინიციატივაა.

საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ, უპასუხონ კითხვებს, რომლებიც უშუალოდ ეხება ჯანდაცვის სფეროს განვითარებისა და რეფორმირების საკითხებს. მოსახლეობის გამოკითხვა იანვრის ბოლოდან დაიწყო.

პროექტს -„რა გაწუხებთ?“ ეხმაურება მომღერალი ნუკრი კაპანაძე.

„კარგია თუ არა ეს ინიციატივა, ამას კითხვაც არ უნდა. ჯანდაცვის სამინისტრო რაც უფრო ახლოს იქნება მოსახლეობასთან, მით უკეთესი. ვფიქრობ, უნდა არსებობდეს ასეთი გამოკითხვები და ყველგან უნდა დაფიქსირდეს ხალხის აზრი. მითუმეტეს, თუ ეს პროცესი ობიექტურად წარიმართება და არ მოჰყვება ყალბი შეფასებები. მიმაჩნია, რომ მუდმივად უნდა ხდებოდეს მსგავსი კონტაქტი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. საერთოდ, რაც უფრო დაუახლოვდებიან ხალხს სამინისტროები და მინისტრები, მით უკეთესია“, – განაცხადა ნუკრი კაპანაძემ.

ნუკრი კაპანაძე ასევე შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და აღნიშნა, რომ ეს პროექტი დიდი შეღავათია მოსახლეობისათვის.

„ზოგადად, ხშირი შეხება არ მაქვს ჯანდაცვის სფეროსთან. საბედნიეროდ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობს. მაგრამ ვიცი, რომ ყველა აღფრთოვანებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ჩემ ირგვლივ არაერთმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით, გაიკეთა ოპერაცია და ვიცი, რომ ეს იყო მოსახერხებელი და კმაყოფილები არიან. ეს არის ძალიან დიდი შვება და შეღავათი მოქალაქეებისათვის“, – მიიჩნევს ნუკრი კაპანაძე.

frontnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …