მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » კამპანიის “რა გაწუხებთ?” დაწყებისთვის მადლობას ვუხდი ჯანდაცვის მინისტრს
დავით სერგეენკომ და "გლობალური ალიანსის" პრეზიდენტი ჟან ელი მალკინმა, განდაცვის სამინისტროში ახალი სოციალური კამპანიის "რა გაწუხებთ?" პრეზენტაცია გამართეს.

კამპანიის “რა გაწუხებთ?” დაწყებისთვის მადლობას ვუხდი ჯანდაცვის მინისტრს

დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და “გლობალური ალიანსის” პრეზიდენტი ჟან ელი მალკინმა, განდაცვის სამინისტროში ახალი სოციალური კამპანიის “რა გაწუხებთ?” პრეზენტაცია გამართეს.

პრეზენტაციაზე ჟან ელი მარლკინმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინსიტრს დავით სერგეენკოს ახალი სოციალური კამპანიის წამოწყებისთვის.

 “გლობალ ალიანსი” და ჯანდაცვის სამინისტრო თვეებია ერთობლივად ვმუშაობთ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისთვის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ეს გახლავთ ძალიან მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა დღითიდღე უფრო მჭიდრო და ეფექტური ხდება და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ მინისტრს და ჯანდაცვის სამინსიტროს თანამშრომლებს ეფექტური თანამშრომლობისათვის, რომელიც მიმართულია მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაზე.

ამ თანამშრომლობის შედეგია ის ინიციატივა, რომელზეც ბატონმა მინისტრმა ისაუბრა, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ჯანდაცვის სისტემის ყველა კომპონენტის მოცვის მიმართულებით სისტემის გაუმჯობესების მიზნით და ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჯანრმთელობის შემდგომ გაუმჯობესებასა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასა და ასევე, ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გათვალისწინებას, რადგან ამ ინციატივის საშუალებით ჩვენ შევძლებთ უფრო ახლოს ვიყოთ საზოგადოებასთან და ვიცოდეთ მათი საჭოროებებისა და მოლოდინების შესახებ, რადგან სისტემის გაუმჯობესება სწორედ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

რა თქმა უნდა მინისტრმა კარგად იცის მოსახლეობის პრობლემებისა პრაქტიკული საჭიროებების თაობაზე თავისი პირადი ჩართულობისა და იმ კოლეგების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობასთნ მუშაობენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე – ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის მიმართულებით. მაგრამ ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, უფრო ახლოს ვიყოთ მსოახლეობასთან და მივიღოთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მოსახლეობისგან, რათა შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ კონკრეტულ საკითხებს.

შესაბამისად, მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის მნიშვნელობასა და ძირითად პრინციპებს – მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მიეცეს საშუალება, რათა თავიანთი პრობლემები და საჭიროებების თაობაზე ისაუბრონ.

როგორც მინისტრმა ახსენა, ეს არ არის სოციოლოგიური კვლევა, არამედ ის მოგვცემს ღრმა ანალიზის საშუალებას და ეს კვლევა განხორციელდება ძალიან მარტივი მექანიზმის – ინტერნეტის საშუალებით კითხვარის შევსების გზით, რაც საბოლოოდ, საშუალებას მოგვცემს, სისტემის გაუმჯობესება მაქსიმალურად სარგებლიანი გახადოს მოსახელობისთვის.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამინისტროსთვის, ჩვენთვის. როგორც ავღნიშნე, გლობალ ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს სამინისტროსთან. როგორც მინისტრმა ხაზი გაუსვა, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, ყველაზე მეტრად რა აწუხებს მოსახლეობას, ხოლო საზოგადოებას საშუალება ექნება, თქვას, რისი თქმაც სურს სამინისტროსთვის”, – განაცხადა მალკინა.

ipress.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …