ექიმების ანაზღაურება უსამართლოდ დაბალია – ამ განცხადებას jandacva.ge-ისთან გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი პროექტის – რა გაწუხებთ – ფარგლებში, ჯონდი ბაღათურია აკეთებს.
ქართული დასის ლიდერი ამბობს, რომ ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს წარმატებულად აფასებს, თუმცა სურვილი აქვს, რომ სახელმწიფომ ექიმების ანაზღაურებას უფრი მეტი ყურადღება დაუთმოს.
,,უნდა გაკონტროლდეს კლინიკები, რომ ექიმებს შესაბამისი ანაზღაურება ჰქონდეთ, თუნდაც იმ ოპერაციების, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. არ შეიძლება სახელმწიფოსგან დაფინანსებული ოპერაციიდან მხოლოდ 5% პროცენტი გადაეცეს ექიმს და დანარჩენი კლინიკას.“- ამბობს ბაღათურია.
გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.