მთავარი » მსოფლიო » ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი პირველად აივ ინფიცირებულებისთვის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციას ჩაატარებს
პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც მსგავსი ტიპის ოპერაციას ჩაატარებს.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი პირველად აივ ინფიცირებულებისთვის ორგანოთა გადანერგვის ოპერაციას ჩაატარებს

აივ ინფექციის მატარებელ ადამიანებს ერთმანეთისთვის ორგანოების გადანერგვა შეეძლებათ.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, ამერიკის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი პირველი იქნება მსოფლიოში, რომელიც მსგავსი ტიპის ოპერაციას ჩაატარებს.

ჰოსპიტალის მენეჯმენტის განცხადებით, ეს განსაკუთრებული დღეა ამ ვირუსის მატარებელი ადამიანებისთვის, თავად კლინიკისთვის კი დიდი წარმატება. მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ წლის განმავლობაში ისინი 1000-მდე პაციენტს მოემსახურებიან.

აივ ინფიცირებულთა ორგანოთა გადანერგვის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მსგავსი ოპერაციის გაკეთების ნებართვა 2 წლის წინ გაიცა. დღეიდან კი კონგრესის გადაწყვეტილებით, პაციენტებს ამ მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …