მთავარი » მსოფლიო » Johnson & Johnson-ს დეფექტური პროთეზების გამო, 1 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა
Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ ამ პროთეზების გამო 8 ათასი საჩივარი იყო შეტანილი.კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

Johnson & Johnson-ს დეფექტური პროთეზების გამო, 1 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა

დალასის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, კომპანია Johnson & Johnson-სა და მის დანაყოფ DePuy Orthopaedics-ს, მენჯ-ბარძაყის უხარისხო ენდოპროთეზების Pinnacle-ის გამო, დაახლოებით 1 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ Reuters წერს.

ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ Pinnacle-ის პროთეზები დეფექტიანია, რის შესახებაც მომხმარებლები არ იყვნენ ინფორმირებულნი.

ცნობილი ხდება, რომ Johnson & Johnson-ის წინააღმდეგ ამ პროთეზების გამო 8 ათასი საჩივარი იყო შეტანილი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. 

1tv.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …