მთავარი » მსოფლიო » Johnson & Johnson-მა რუსეთში საფენების და სხვა ჰიგიენური საშუალებების ექსპორტი შეაჩერა

Johnson & Johnson-მა რუსეთში საფენების და სხვა ჰიგიენური საშუალებების ექსპორტი შეაჩერა

ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson-მა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს რუსეთისთვის პირადი ჰიგიენის საშუალებების მიწოდება. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ საკუთარ საიტზე განათავსა.

ამასთან, კომპანიის ინფორმაციით, წამლებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რუსული ბაზრისთვის მიწოდება გაგრძელდება.

Johnson & Johnson-ი აწარმოებს პირადი ჰიგიენის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ქალის Carefree-ს საფენები, შხაპის გელები Le Petit Marseillais, პირის ღრუს სავლებები Listerine, ასევე პრობლემური კანის კოსმეტიკა.

თებერვლის ბოლოს ასზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ რუსეთის ბაზრიდან გასვლის ან წარმოების შემცირების შესახებ განაცხადა. მაღაზიებმა კი ფასდაკლებები და პრომოაქციები შეაჩერეს.  ამ ფონზე, ასევე ფასების მატების მოლოდინში, ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ჰიგიენის საშუალებებზე, განსაკუთრებით საბავშვო და ქალების საფენებზე.

ამასთან, რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ რუსეთს ქალებისა და ბავშვების საფენების, ასევე ქალების ტამპონების დეფიციტი არ ემუქრება. მინისტრ ვიქტორ ევტუხოვის განცხადებით, ამ საქონლის მარაგები სავაჭრო ქსელებში საკმარისადაა და მოსახლეობას 2-3 თვის განმავლობაში ეყოფა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …