მთავარი » მსოფლიო » ჯო ბაიდენმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონს ხელი მოაწერა

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემების გასაჯაროების კანონს ხელი მოაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შტატებმა უნდა მიაკვლიონ სიმართლეს ამ დაავადების წარმოშობასთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯო ბაიდენი იზიარებს კონგრესის პოზიციას, რათა გასაჯაროვდეს მეტი ინფორმაცია COVID-19-ის წარმოშობის შესახებ.

ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2021 წელს მან დაზრვერვის უწყებას დაავალა, გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი კოვიდ-19-ის წარმოშობის მიზეზების დასადგენად  და ეს სამუშაოები გრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცებულებების ძიებას COVID-19-ის წარმოშობის მიზეზების ძიებას, რათა უკეთ აღვკვეთოთ მომავალი პანდემიები,“ – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს თავისი გასაიდუმლოებული ინფორმაციის გადახედვას კორონავირუსის წარმოშობის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას პოტენციურ კავშირებზე უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან. ამასთან, ინფორმაციის გასაჯაროება ისე უნდა მოხდეს, რომ ეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იყოს და ამან არ დააზიანოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები.

ბოლო პერიოდში კორონავირუსის წარმოშობის თემა ძალიან გააქტიურდა.

რამდენიმე კვირის წინ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორმა ქრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია, დიდი ალბათობით, გამოიწვია „შესაძლო ლაბორატორიულმა ინციდენტმა“ ჩინეთში, კერძოდ კი უჰანში –მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია „გაჟონვაზე იმ ლაბორატორიიდან, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება აკონტროლებს.“

რეის აზრით, ჩინეთის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს აშშ-ისა და პარტნიორების მცდელობებს პანდემიის გამომწვევი მიზეზების დადგენაში.

რეიმ ეს განცხადება The Wall Street Journal-ში ცნობილი სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე გააკეთა. სტატიის თანახმად, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მოსაზრებით, პანდემიის დაწყების მიზეზი ლაბორატორიული ფაქტორებია.

ჩინეთის წარმომადგენელმა მაო ნინმა, აღნიშნული სტატიის კომენტარისას, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ პეკინის დისკრედიტაცია და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზირება. მან შეახსენა ოპონენტებს, რომ ჯანმომ კორონავირუსის ლაბორატორიულ წარმომავლობას ნაკლებ სავარაუდო უწოდა.

უახლესი მონაცემებით, კოვიდპანდემიის პერიოდში მსოფლიოში 675 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6,9 მილიონი პაციენტი.

ჯანმოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პანდემია დასრულებულად მიმდინარე წელს გამოცხადდება, თუმცა ზუსტ ვადებზე არ საუბრობს.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …