მთავარი » მსოფლიო » J&J პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების არსებობის გამო, კიდევ ერთხელ $70 მილიონით დაჯარიმდა
კომპანია J&J ირწმუნება, რომ პუდრის გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა. მათივე თქმით, არ მტკიცდება, რომ საბავშვო პუდრის გამოყენება სიმსივნეს იწვევს.

J&J პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერების არსებობის გამო, კიდევ ერთხელ $70 მილიონით დაჯარიმდა

ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებელი Johnson&Johnson კიდევ ერთხელ 70 მილიონი დოლარით დაჯარიმდა.

კომპანიამ ეს თანხა ამერიკაში, მისურის შტატში მცხოვრებ ქალს უნდა გადაუხადოს, რომელიც ამტკიცებს, რომ სიმსივნით კომპანიის მიერ წარმოებული საბავშვო პუდრის გამოყენების გამო დაავადდა. კომპანიას ჯარიმა სასამართლომ გამოუწერა.

ეს უკვე მესამე სარჩელია კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც Johnson & Johnson-მა მის მიერ წარმოებული პუდრის გამო წააგო. წინა ორ შემთხვევაში სენტ-ლუისის სასამართლომ კომპანიას მთლიანობაში 127 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

მიუხედავად ამისა, კომპანია ირწმუნება, რომ პუდრის გამოყენება აბსოლუტურად უსაფრთხოა. მათივე თქმით, არ მტკიცდება, რომ საბავშვო პუდრის გამოყენება სიმსივნეს იწვევს.

გარდა ამ შემთხვევებისა, დაახლოებით 500 ქალს აქვს შეტანილი კომპანიის წინააღმდეგ სარჩელი. ძირითადი ნაწილი სენტ ლუისშია, თუმცა, არის საჩივრები ნიუ-იორკიდანაც.

businesscontract.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …