შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშში მინისტრმა წარმოადგინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები. სერგეენკომ ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა, როგორიცაა:
პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოვეთაო ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.
გარდა ამისა, მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, დავით სერგეენკოს მუშაობა დადებითად შეაფასა პლასტიკურმა ქირურგმა კოტე მათითაშვილმა.
„მედიკამენტების გაიაფება მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ფაქტმა განსაკუთრებით სოციალურად გაჭირვებულ და დაუცველ ოჯახებზე იმოქმედა. ბრენდული წამლების ჯენერიკებით ჩანაცვლების სისტემა აპრობირებული და გამართლებულია არაერთ ქვეყანაში.
ბრენდი არის სწორედ იმ კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატი, რომელმაც დანერგა, შექმნა და ის მსოფლიოში უკვე პოპულარულია, შესაბამისად, ამ პოპულარობით გარკვეული სივრცეც დაიმკვიდრა. ჯენერიკი არის ის ქიმიური ფორმულა, რომელიც შეიძლება აწარმოოს ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, დაბალ ან თუნდაც საშუალო განვითარებულმა ქვეყანამაც კი, მაგრამ იგივე ტექნოლოგიით როგორსაც აწარმოებს ძირითადი მწარმოებელი კომპანია.
ჯენერიკი ეფექტური და ხარისხიანია, რა თქმა უნდა, თუ მას გავლილი აქვს სერთიფიცირება და საერთაშორისო ნორმებს აკმაყოფილებს. არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი მიდგომაა: ფასების გათვალისწინებითა და პაციენტის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ვნიშნავთ შესაბამის მედიკამნეტებს.
დღეს ხარისხიანი ჯენერიკ მედიკამენტი არსებობს, უბრალოდ მის ხარისხის დონეს სპციალური სტრუქტურა უნდა აკონტროლებდეს. სამინსიტროს ინიციტივას, რომელიც მედიკამნტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებას ითავლისწინებს, მისასალმებელია”,- განაცხადა მათითაშვილმა.