მთავარი » ჯანდაცვა » ჯენერიკ მედიკამენტები ერთადერთი გამოსავალია შექმნილი მდგომარეობიდან
ჯენერიკ მედიკამენტები ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, როდესაც პაციენტს ორიგინალის შეძენის საშუალება არ აქვს, სხვა ალტერნატიული გზა უნდა არსებობდეს.

ჯენერიკ მედიკამენტები ერთადერთი გამოსავალია შექმნილი მდგომარეობიდან

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უახლესი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა  შპს ’’დავით დავარაშვილის კლინიკის’’ მეან–გინეკოლოდმა გია ჯიქიამ.

ექიმმა მოკლედ შეაფასა როგორც ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, ასევე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დადებითი და უარყო–ფითი მხარეები. ჯიქიამ განაცხადა, რომ დადებითად არის განწყობილი ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ და იმედი იქონია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ უმარავ, ხალხისთვის სასიკეთო რეფორმას შემოგვთავაზებს:

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მომწონს. დადებითად ვარ განწყობილი ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა პაციენტებისთვის ძალიან კარგია იმ კუთხით, რომ ხალხს საშუალება მიეცემა პროფილაქტიკის მიზნით მიაკითხოს ოჯახის ექიმს და მიიღოს სრულიად უფასო კონსულტაცია. მოხდება შესაბამისი დიაგნოსტირებაც.

გარდა ამისა, ეს რეფორმა პაციენტებს თავიდან ააცილებთ ზედმეტ დაბნეულობას. ზოგჯერ ადამიანები მხოლოდ იმის გამო არ მიდიან ექიმთან, რომ არ იციან რომელ სპეცილისტს მიაკითხონ. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებით პაციენტებს საშუალება ეძლევათ ზუსტად იცოდნენ ვის მიაკითხონ. საჭიროების შემთხვევაში კი, მოხდევა მათი დროული და სწორი გადამისამართება ვიწრო სპეცილისტთან. ეს არის ყველაზე მოწესრიგებული სისტემა, რაც შეიძლება არსებობდეს ამ ეტაპზე.

მოცემული რეფორმები თანდათან უფრო ამარტივებს მკურნალობის საკითხსს. დარწმუნებული ვარ, პაციენტები ძალიან კმაყოფილები დარჩებიან“.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ექიმი უნიკალური რეფორმას უწოდებს:

„ეს მართლაც სახალხო პროგრამაა. სწორედ პაციენტებზეა გათვლილი. ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება გაჭირვებაში და ნამდვილად არ აქვთ იმის საშუალება, რომ ჩაიტარონ ძვირადღირებული ოპერაციები. ოჯახის წევრის გადასარჩენად, ადამიანებს ზოგჯერ საცხოვრებელი სახლის გაყიდვაც კი უწევდათ და რჩებოდნენ ღია ცის ქვეშ. ამ რეფორმამ კი ასეთ ადამიანებს სიცოცხლე აჩუქა. პაციენტები, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილები არიან და იმის უკმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ აქვთ.

მსგავი რეფორმები ყოველთვის უნდა იყოს ისეთ პატარა და მცირე მოსახლეობიან ქვეყნებში, როგორიც საქართველოა. ჩვენი ქვეყნისთვის თითოეული ადამიანის სოცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია’’. 

გია ჯიქიამ მედიკამენტების ფასებზეც ისაუბრა და უკმაყოფილება გამოთქვა ფარმაცევტული კომპანიების მიმართ. ექიმის აზრით, პრეპარატებზე ფასების ასეთი ტემპით ზრდა დაუშვებელია:

„მედიკამენტები საგრძნობლად გაძვირდა. მსგავსი სიტუაცია დაუშვებელია. პაციენტები, რა თქმა უნდა, გამოთქვამენ უკმაყოფილებას. ექიმებიც ძალიან უხერხულ სიტუაციაში ვართ, რადგან ძვირადღირებული მედიკამენტის დანიშვნის შემთხვევაში, ვიცით, რომ პაციენტი ვერ შეძლებს მის ყიდვას. მედიკამენტური მკურნალობა კი ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც პაციენტი წყვეტს მედკამენტის მიღებას, მის მკურნალ ექიმს წყალში ეყრება წინანდელი მკურნალობის შედეგები. ეს ფაქტი როგორმე უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება ჯენერიკ მედიკამენტებს, ამ ეტაპზე, ისინი ერთადერთ გამოსავლად მიმაჩნია, როდესაც პაციენტს ორიგინალის შეძენის საშუალება არ აქვს, სხვა ალტერნატიული გზა უნდა არსებობდეს“. 

primetimenews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …