მთავარი » მსოფლიო » ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების გაგრძელების რეკომენდაცია გასცა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების გაგრძელების რეკომენდაცია გასცა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციას, გაგრძელდეს AstraZeneca-ს პრეპარატის გამოყენება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.who.int) განთავსებული განცხადების თანახმად, ჯანმოში მიაჩნიათ, რომ ვაქცინის გამოყენების სარგებელი შესაძლო რისკებს აღემატება.

ორგანიზაციის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების ინექციასთან კავშირის მტკიცებულებები, რომლის შესახებაც რიგ ქვეყნებში განაცხადეს, არ არსებობს.

„ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი კამპანიების ფარგლებში ქვეყნები, როგორც წესი, აცხადებენ პოტენციური გვერდითი ეფექტების შესახებ იმუნიზაციის შემდეგ. ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს გამოვლინებები თავად ვაქცინაციას უკავშირდება, თუმცა გამოძიება  სწორი პრაქტიკაა. ეს ასევე აჩვენებს, რომ მეთვალყურეობის სისტემა მუშაობს და არსებობს ვაქცინაციის  პროცესის კონტროლის ეფექტიანი ზომები,“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მარტის შუა რიცხვებში, გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო, 20-ზე მეტმა ქვეყანამ ამ ვაქცინის გამოყენების სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვის შესახებ განაცხადა.

კერძოდ,  AstraZeneca-ს შვედურ-ბრიტანული ვაქცინის გამოყენების შეჩერების გადაწყვეტილება უკავშირდება ცნობებს იმის შესახებ, რომ რამდენიმე პაციენტს თრომბოზი და ემბოლია განუვითარდა, რამდენიმე შემთხვევაში კი ლეტალობის ფაქტებიც დაფიქსირდა. ერთერთი ასეთი პირველი შემთხვევა ავსტრიაში მოხდა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა ვაქცინირებული პაციენტების გარდაცვალების შესახებ დანიაში, იტალიასა და სლოვაკეთში.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …