მთავარი » მსოფლიო » ჯანმოს პროგნოზით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-ჯერ გაიზრდება

ჯანმოს პროგნოზით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-ჯერ გაიზრდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სირიის საზღვართან ახლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა რვაჯერ გაიზარდოს. ამ ეტაპზე დაღუპულად მიიჩნევა 3400-ზე მეტი ადამიანი. ორშაბათს, პირველი ბიძგების შემდეგ, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

მაშველები ნანგრევების მთებს ყინვასა და თოვლიან ამინდში წმენდენ, რათა გადარჩენილი ადამიანები იპოვონ.

სეისმოლოგების თქმით, პირველი მიწისძვრა იყო ერთერთი ყველაზე ძლიერი ბიძგი, რაც კი ოდესმე დარეგისტრირებულა თურქეთის ტერიტორიაზე. გადარჩენილების თქმით, ბიძგები 2 წუთის განმავლობაში არ ჩერდებოდა.

„სამწუხაროდ, მიწისძვრების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ პირველადი მონაცემების შემდეგ ეს რიცხვი მკვეთრად იზრდება ხოლმე მომდევნო კვირაში,“ – განაცხადა საგანგებო სიტუაციების სფეროში ჯანმოს ევროპის რეგიონის სპეციალისტმა ქეთრინ სმოლვუდმა.

უმძიმესია სიტუაცია სირიულ მხარეს, სადაც თვითმხილველების თქმით, გადარჩენილი ადამიანები პირდაპირ ქუჩაში, ყინვაში ცხოვრობენ და იქვე სძინავთ.

სიენენის“ ინფორმაციით, ამ რაიონში მდებარე საავადმყოფოები მზად არ არიან ასეთი საგანგებო სიტუაციებისთვის. მათ არ აქვთ საკმარისი რაოდენობის ორთოპედიული პლასტინები, რაც მოტეხილობების სამკურნალოდ გამოიყენება.

კლინიკებში არის ელექტრომომარაგების ხშირი წყვეტა, გენერატორებისთვის კი საწვავი არ არის საკმარისი.

ფოტოჟურნალისტი ხალილ აშავი, რომელიც 10 წელია სირიის ომს აშუქებს, ამბობს, რომ ასეთი კატასტროფული სცენების მონაწილე დღემდე არ ყოფილა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …