მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ჯანმოს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა გაიხსნა
11-14 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა.

ჯანმოს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა გაიხსნა

11-14 სექტემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 67-ე სხდომა.

სხდომაში მონაწილეობას იღებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება .

2017 წლის სხდომის დღის წესრიგშია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა:

  • 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლებლობები და გამოწვევები,
  • 2020 წლის მდგრადი განვითარების მიზნების პოლიტიკის ჭრილში
  • გარემოს და ჯანმრთელობის გაუმჯობესება ჯანმრთელობის მდგრადი განვითარების 2020 და 2030 წლების გეგმის მიხედვით.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე მიწვდომადობის გაზრდის მიზნით.
  • ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულირების (2005) კომპონენტების განხორციელების დაჩქარება და ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრ ქვეყნებში ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება.

4 დღიან პროგრამაში , ასევე გათვალისწინებულია მოხსენებები 2012-2020 წლებში ევროპის სამოქმედო გეგმის შესახებ ალკოჰოლური სასმელების მავნე გამოყენების შემცირების მიზნით.

ევროპის 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმა საკვებისა და კვების, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე. სხვა მნიშვნელოვანი საბჭოების არჩევნებთან ერთად, სხდომაზე დასახელდება აღმასრულებელი საბჭოს 4 წევრი და აირჩევა მუდმივმოქმედი რეგიონალური კომიტეტის 4 წევრი .

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …