კორონავირუსული ინფექციის პანდემია არ სრულებულა – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის ახალი შტამების გამოჩენას ელოდება. ამის შესახებ ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სუმია სვამინატანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ჩვენ ვნახეთ, როგორ ვითარდება და მუტაციას განიცდის ვირუსი. ამიტომ ჩვენ ვიცით, რომ გამოჩნდება ახალი, შეშფოთების გამომწვევი ვარიანტები.”- განაცხადა სვამინატანმა სამხრეთ აფრიკაში, ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან ჯანმოს ხელმძღვანელთან ერთად ვაქცინების საწარმოები მოინახულა.