მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სტრატეგია ფასადური შედეგების მიღწევაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული
ქვეყანას უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფასადური შედეგების მიღწევაზე.

ჯანდაცვის სტრატეგია ფასადური შედეგების მიღწევაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5% და ის ბოლო წლების მანძილზე ორნახევარჯერ არის გაზრილი.

მისივე თქით, ევროპის ქვეყნებში ჯანდაცვის ბიუჯეტზე ბიუჯეტის 7-10% იხარჯება, აშშ-ში კი 17%. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგია რეალურად თითოეული ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

“წამყვანი და გადამწყვეტი ჯანდაცვის მხრივ არის ის, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფასადური შედეგების მიღწევაზე, არამედ რეალურად თითოეული ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მე რამდენიმე ციფრს დავამატებ და ამით ალბათ დავასრულებ.

ჯანდაცვის ბიუჯეტი გაიზარდა მნიშვნელოვნად, თითქმის ორნახევარჯერ ამ წლების განმავლობაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, მიუხედავად ამისა, ის რჩება 2.5 % მთალიანი შიდა პროდუქტიდან, შესაბამისად 2012 წელს ეს იყო 1%, ოდნავ ნაკლები. შედარებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ხარჯავენ მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტს, დასავლეთ ევროპა 8-10 პროცენტს, ხოლო აშშ 17 პროცენტს.

ასე რომ, რთული არ არის წარმოვიდგინოთ, რამდენს ხარჯავდა საქართველო 2012 წლამდე- 1%-ზე ნაკლებს, ეს არის შედარებისთვის, მაგალითად, აფრიკის ცენტრალური ქვეყნების ბიუჯეტთან”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …