მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ყოველთვის აუცილებელია
ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ყოველთვის აუცილებელია,მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს და სიამოვნებს ის სისტემა, რაც აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება ყოველთვის აუცილებელია

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და არსებულ პრობლემებს ეხმაურება. 

როგორც დავითაია აცხადებს, “ჯანდაცვის სისტემის რეფორმა ყოველთვის აუცილებელია, რაც უნდა განვითარებული იყოს სახელმწიფო”.

„ჩვენ რომ ავიღოთ მაგალითად ნორვეგია, ნებისმიერ ვარიანტში იქაც ხდება რეფორმების გატარება. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყველაზე წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს ის რეფორმა, რაც ჯანდაცვის უწყებამ გაატარა, ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. მაგრამ აქ პრობლემა მეორე საკითხშია, – ბიუჯეტმა ვერ გაუძლო ამ დატვირთვას.

მიდგომა იყო გათვლილი მხოლოდ ფინანსურ სისტემაზე. ამან გამოწვია პრობლემები. ეს პროგრამა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ სახელმწიფოს უჭირს თანხების მოზიდვა. აქედან გამომდინარე, სიტუაცია ცხადყოფს, რომ სისტემაში ჩახედვა და რეფორმირება აუცილებელია.

პირველადმა ჯანდაცვამ პრევენციული და პროფილაქტიკური მედიცინის წინ წამოწევამ, სწორედ ეს ხარჯთეფექტურობა უნდა უზრუნველყოს“, – აცხადებს დავითაია.

მისი აზრით, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მოსწონს და სიამოვნებს ის სისტემა, რაც აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

„რეალურად, ასეთი მიდგომა აწყობილი იყო პირამიდულ სისტემაზე, რომელიც შეიძლება დაინგრეს, თუ არ დაამატე რესურსი. რეალურად, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს პრობლემები შეექმნა და პრობლემებია ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებითაც. ასეთი  სისტემები ითხოვს სხვა მიდგომებს და ამ მიდგომების წყაროს ვერ ვხედავ“, – ამბობს დავითაია.

დავითაია იხსენებს, რომ წინა ხელისუფლების დროს მას ჰქონდა წარდგენილი კონკრეტული წინადადება, რაც დევნილთა ჯანდაცვის პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა. 

„ხელისუფლებას ყოველთვის სურდა დევნილებისთვის დახმარების გაზრდა, ეს იქნებოდა ხუთი თუ ათი ლარით, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. მე მქონდა წინადადება, რომ დევნილისთვის არ გაგვეზარდა ეს დახმარება, ვთქვათ, ხუთი ლარით, არამედ ეს თანხა მიგვეცა ჯანდაცვას და დევნილებისთვის ჯანდაცვა ყოფილიყო უფასო. პრინციპში, სახელმწიფო ერთი ჯიბიდან მეორეში ჩადებდა ფულს და ამით ისარგებლებდა მოქალაქე.

ის დევნილი ისე ეფექტურად ვერ გამოიყენებდა დახმარებაზე მომატებულ თანხას, როგორც ეს სისტემა გამოიყენებდა და დევნილების საკითხი, რომელიც ასე პრობლემატური იყო და არის, ჯანდაცვის სფეროში იქნებოდა მოხსნილი. ეს არის პრინციპი, რომელიც შეიძლება მიესადაგოს ნებისმიერ ჯგუფს, იქნება ეს პენსიონერები, სოციალურად დაუცველები თუ სხვა“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

pia.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …