მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მნიშვნელობა დიდია, თუმცა მკაცრ კონტროლს საჭიროებს
ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ ამ რეფორმამ ბევრი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და ერთ-ერთ წინგადაგმულ ნაბიჯია.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მნიშვნელობა დიდია, თუმცა მკაცრ კონტროლს საჭიროებს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა კლინიკა “ავერსის” ქირურგ-ენდოკრინოლოგმა ედიშერ სიხარულიძემ.

ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა მისასალმებელია და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამა კომფორტული იქნება პაციენტებისთვის.

“ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა ბრწყინვალეა, განსაკუთრებით, დაავადებათა პრევენციისთვის. შესაბამისად, მკურნალობა იქნება უფრო ეფექტური. ოჯახის ექიმის პირდაპირი მოვალეობაა, პაციენტი სწორად გადაამისამართოს ვიწრო სპეციალისტთან საჭიროების შემთხვევაში. ვფიქრობ, ამ რგოლის წინ წამოწევა ძალიან კომფორტული იქნება პაციენტისთვის”, – აღნიშნავს სიხარულიძე და მიაჩნია, რომ რეფორმის წარმატებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ექიმების დატრენინგებაა.

“ზოგადად, ყველა ექიმს სჭირდება გარკვეული ტრენინგი, მაგრამ ოჯახის ექიმს განსაკუთრებით. მოგეხსენებათ, დღეს ოჯახის ექიმს ძალიან მნიშვნელვანი და საპასუხისმგებლო საქმის წინ გაძღოლა დაეკისრა და მას გადამზადება, ტრენინგები და გარკვეული შემეცნებითი კურსები აუცილებლად ესაჭიროება, რათა იყოს სრულფასოვანი და კვალიფიციური თავის სფეროში”, –  აღნიშნავს სიხარულიძე.

ექიმმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ ამ რეფორმამ ბევრი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა და მას სამინისტროს მხირდან ერთ-ერთ წინგადაგმულ ნაბიჯსაც უწოდებს. 

“პროგრამის მნიშვნელობა დიდია, თუმცა ამავე დროს საჭიროებს მკაცრ კონტროლს, რათა მისი ეფექტიანობა გაიზარდოს. აღნიშნულმა რეფორმამ, ფაქტობრივად, შეუძლებელი შეძლო. პირდაპირ და მოურიდებლად შემიძლია ვთქვა, რომ ამ რეფორმის წყალობით პაციენტებს აღარ ეშინიათ სიკვდილის. უამრავი ადამიანი ვერ ახერხებდა კლინიკაში მისვლას უსახსრობის გამო. დღეს სიტუაცია რადიკლურად შეიცვალა”, – აცხადებს სიხარულიძე.

ექიმმა მოკლედ ისაუბრა წამლის ფასებზეც და განაცხადა, რომ მედიკამენტებზე ფასები ძალიან გაზრდილია და პაციენტების დიდი ნაწილი მის შეძენას ვერ ახერხებს. 

“მედიკამენტებზე ფასები ძალიან მაღალია. ბევრი პაციენტი ვერ ახერხებს მის შეძენას. მნიშვნელოვანია სამინისტროს ინიციატივა, ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოების თაობაზე. მართალია, ბრენდული პრეპარატები უმჯობესია, მაგრამ სათანადო ეფექტს ჯენერიკებიც იძლევა”.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …