მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა წარმატებული და ეფექტურია
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ძალიან კარგი და ეფექტურია. პაციენტებს აღარ უწევთ ფიქრი, თუ სად მოიძიონ ოპერაციის ან მკურნალობის კურსის ჩასატარებელი ფინანსები.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა წარმატებული და ეფექტურია

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა და თავისი აზრი გამოთქვა პლასტიკური და ქირურგიული კლინიკა ,,ტოტალ შარმი’’-ს რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტმა გიორგი სულამანიძემ.

ექიმის განცხადებით, ოჯახის ექიმის წინ წამოწევას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

,,ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება აუცილებელია, თუმცა მას დადებით და უარყოფითი მხარეები გააჩნია. დადებითია ის, რომ ყველა ოჯახს  თავისი ექიმი ეყოლება, რომლისთვისაც ცნობილი იქნება ოჯახის თითოეულ წევრის დაავადებები, ჩივილები და გაუწევს შესაბამის მკურნალობას. განსაკუთრებით, მართვადი გახდება ქრონიკური დაავადებები. უარყოფითი მხარეა, რომ ოჯახის ექიმი არ არის ვალდებული, მედიცინის სრულფასოვანი ცოდნა. ვგულისხმობ, რომ მან არ უნდა შეითავსოს ის ფუნქციები, რა ფუნქციებიც  ვიწრო სპეციალისტებს აკისრიათ“, – განაცხადა სულამანიძემ.

ექიმის აზრით, მხოლოდ ერთი სპეციალობის ექიმი ვერ მოახერხებს, რომ სათანადო და კვალიფიციური მომსახურება გაუწიოს ყველა ტიპის სნეულების მქონე პაციენტს.

„პირადად, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად მეჩვენება. ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმს არ ევალება მხოლოდ პაციენტების ვიწრო სპეციალისტებთან გადამისამართება, მის ფუნქციებში ასევე შედის შესაბამისი მკურნალობის კურსის ჩატარებაც, რაც არასწორია’’, – აღნიშნა გიორგი სულამანიძემ.

მან მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ ამ რეფორმის მეშვეობით პაციენტებს აღარ უწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად მოიძიონ ოპერაციის ან მკურნალობის კურსის ჩასატარებელი ფინანსური სახსრები. 

,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, არსებობს გარკვეული ხარვეზები, რაც გამოსწორებადია. ამის მიუხედავად, ძალიან კარგი და ეფექტურია. პაციენტებს აღარ უწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად მოიძიონ ოპერაციის ან მკურნალობის კურსის ჩასატარებელი ფინანსები. ადამიანები, რომელთანაც მაქვს შეხება და სარგებლობენ ამ პროგრამით, კმაყოფილებას გამოთქვამენ“, – აცხადებს გიორგი სულამანიძე.

epn.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …