მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტროსთან ფსიქიატრული სერვისების დახურვა გააპროტესტეს
ჯანდაცვის სამინისტროსთან შშმ ბავშვთა მშობლებმა და არასამთავრობო სექტორმა საპროტესტო აქცია გამართეს ფსიქიატრიული სერვისების დახურვის გამო.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ფსიქიატრული სერვისების დახურვა გააპროტესტეს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შშმ ბავშვთა მშობლებმა და არასამთავრობო სექტორმა საპროტესტო აქცია გამართეს ფსიქიატრიული სერვისების დახურვის გამო.

აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია სამინისტროს გადაწყვეტილება, ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მწვავე განყოფილებების დახურვის შესახებ.

„ისე შეიცვალა დაფინანსების სისტემა, რომ იძულებული გახდა რამდენიმე კლინიკა , რამდენიმე საავადმყოფოს ფსიქიკური ჯანდაცვის განყოფილებები დაეხურათ . ეს არ არის მხოლოდ იმ ადამიანების პრობლემა , ვისაც უშუალოდ ეს პრობლემა აქვთ, ესაა თითოეული ჩვენგანის პრობლემა, ეს კიდევ უფრო ამწვავებს სოციალურ ფონს, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს „რესპუბლიკური“ პარტიის თვაჯდომარე ხათუნა სამნიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, კლინიკების დაფინანსების სისტემის შეცვლა იმიტომ გახდა საჭირო, რომ საავადმყოფოებს მანიპულაციების საშუალებას აძლევდა. გასულ წელს ჩატარებულმა მონიტორინგის ანალიზმა გამოავლინა რამდენიმე შემთხვევა, როცა თვის განმავლობაში მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტს არაერთხელ უტარებდნენ მკურნალობას დამატებითი ფინანსების მისაღებად.

უწყების სპიკერის, სოფო ჭუმბურიძის თქმით, დაფინანსების ახალი მეთოდოლოგია ამ რისკებს ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე.

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება. ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომლებმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი – პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილებები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უწყებასთან გამართულ აქციას წინ უძღოდა მანიფესტი, რომელშიც დარგის სპეციალისტები მიმართავდნენ პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს. მასში ნათქვამი, რომ ამ გადაწყვეტილებამ ფსიქიატრიული სერვისების კოლაფსი გამოიწვია და მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას.

medianews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …