შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროსა და გლობალური ალიანსის ერთობლივი პროექტის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში. სხდომაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და შედეგები, რომლებიც ერთობლივი პროექტის ფარგლებში იქნა მიღწეული.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივას რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს მარტივი ხელმისაწვდომობა პირველადი ჯანდაცვის სისტემასთან“ განაცხადა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯომარემ ბერნარდ კუშნერმა.
დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე გაკეთდა. როგორც გლობალური ალიანსის პრეზიდენტმა ჟან ელი მალკინმა განაცხადა ამ მხრივ გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია.დღეს საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა.