С ჰეპატიტის მკურნალობის დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის მთავარი მონაპოვარი აღმოჩნდა. ანგარიში, რომელიც 30 გვერდიანია და 3 წლიან მუშაობას მოიცავს სწორედ ელიმინაციის პროგრამით იწყება.
საყოველთაო დაზღვევა, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების რეფორმა და ამბულატორიული სექტორის განვითარება ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში მოხვდა. ჯანდაცვის მინისტრის 3 წლიან მუშაობას უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სწორედ სერგეენკოს გადაწყვეტილებით, ათასობით უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეს სოციალური შემწეობა ქულების გადამოწმების მიზეზით შეუწყვიტეს. ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში 2012 წლიდან პერიოდს მოიცავს.