მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრომ რესურსი პრევენციასა და დაავადების დროულად გამოვლენის ხელშეწყობისკენ უნდა მიმართოს
ჯანდაცვის სამინისტრომ უდიდესი რესურსი პრევენციასა და დაავადების დროულად გამოვლენის ხელშეწყობისკენ უნდა მიმართოს. ვფიქრობ, საუკეთესო

ჯანდაცვის სამინისტრომ რესურსი პრევენციასა და დაავადების დროულად გამოვლენის ხელშეწყობისკენ უნდა მიმართოს

ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის აუცილებლობასა და მის მნიშვნელობაზე ოფიციალურად არაერთხელ განაცხადა. რეფორმის მიზანს დაავადებათა კონტროლი, პრევენცია და ადრეულ სტადიაზე გამოვლენა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.

სამინისტროს აღნიშნული რეფორმის განხორციელებაში კონსულტაციებს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის მუშაობასთან დაკავშირებით, „საქართველოს ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების მშობელთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მარინა გოგიჩაიშვილმა ისაუბრა:

“მიმაჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უდიდესი რესურსი პრევენციასა და დაავადების დროულად გამოვლენის ხელშეწყობისკენ უნდა მიმართოს. ვფიქრობ, საუკეთესო იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეების სავალდებულო დიაგნოსტირება შესაძლებელი იქნება.

დაავადებები გაახალგაზრდავდა, მათ შორის, ენდოკრინული დაავადებები, ფარისებური ჯირკვლის სიმსივნე, ამასთან, მოზარდების დიდ ნაწილს სქოლიოზის პრობლემა აღენიშნება. ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური სოციალური მდგომარეობის ფონზე მშობლების დიდ ნაწილს ექიმთან ვიზიტისა და კონსულტაციის გადახდის ფინანსური სახსრები არ გააჩნია. შედეგად, პირველ დარტყმას სწორედ მოზარდები იღებენ.სახელმწიფომ პროფილაქტიკური ღონისძიებების დანერგვა საკუთარ თავზე უნდა აიღოს და მის განხორციელებაზეც იზრუნოს.“

მარინა გოგიჩაიშვილი საყოველთაო ჯანდაცვის არსებულ პროგრამასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარი მომსახურების ხარისხია, რაც დღესდღეობით დახვეწას საჭიროებს:

,,დღესდღეობით, ქვეყანაში მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ერთი შეხედვით, შესაძლოა წარმატებულ პროექტად მივიჩნიოთ, თუმცა მთავარი მაინც მომსახურების ხარისხია. თუ ქვეყანაში შემოტანილი პრეპარატების ხარისხზე პასუხისმგებელი წამლის კონტროლის სააგენტოა, უნდა არსებობდეს სტრუქტურა, რომელიც მომსახურების ხარისხზე აგებს პასუხს. მართალია, პროგრამის ფარგლებში თითოეულ ადამიანზე ათასობით ლარია განსაზღვრული, მაგრამ კლინიკების არჩევანში გარკვეული შეზღუდვები არსებობს.

მაგალისთვის, პროგრამის ამოქმედებამდე ერთ–ერთი კერძო კლინიკის მომსახურებით ვსარგებლობდი, ხოლო პროგრამის ამოქმედების შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ კლინიკაში გაწეული მომსახურებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ დამიფინანსებდა.

პაციენტი არჩევანში შეზღუდული არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა საქმე ექიმს ეხება. ლოგიკას მოკლებულია, რომ არსებულ სერვისებზე ყველა სოცილურ ფენას თანაბარი წვდომა გააჩნია. საყოველთაო დაზღვევა უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ კერძო დაზღვევა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ბიუჯეტი ხარჯთეფექტური“, – განაცხადა მარინა გოგიჩაიშვილმა.

kvira.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …