მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო სამეანო და ნეონატალურ ტრენინგებს იწყებს
ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში სამეანო და ნეონატალურ ტრენინგებს იწყებს.

ჯანდაცვის სამინისტრო სამეანო და ნეონატალურ ტრენინგებს იწყებს

ჯანდაცვის სამინისტრო ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში სამეანო და ნეონატალურ ტრენინგებს იწყებს.

ამ ეტაპზე გადამზადებას ქვემო ქართლის რეგიონის ექიმები გაივლიან. აკრედიტებული სამეანო და ნეონატალური კურსით გადამზადება მეანგინეკოლოგებისთვის სამ, ხოლო ნეონატოლოგებისთვის – ხუთ დღეს გაგრძელდება.

თეორიულ სწავლებასთან ერთად უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ექიმები სამეანო და ნეონატალური სიმულატორების გამოყენებით პრაქტიკულ მეცადინეობებში ჩაერთვებიან. ერთი თვის განმავლობაში 3 ნეონატალური, 2 საექთნო და 5 სამეანო კურსი ჩატარდება და ქვემო ქართლის რეგიონიდან 40 მეანი, 43 ბებიაქალი, 30 ნეონატოლოგი და 43 ნეონატალური ექთანი გადამზადდება.

სამეანო-ნეონატალური ტრენინგები “Rotary Club“-თან თანამშრომლობით ხორციელდება. გადამზადება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და გამოსავალის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …