1 დეკემბრიდან აცრების ეროვნულ კალენდარში ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დაინერგება, რომელიც უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის საყურადღებოდ ავრცელებს.
ვაქცინის შემადგენელი კომპონენტებია – დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, B ჰეპატიტი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B.
„პროფილაქტიკური აცრების ახალი ეროვნული კალენდრის შესაბამისად, 2, 3, 4, თვის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია ჩატარდება ჰექსავალენტური ვაქცინით, რომელიც აღნიშნულ ასაკში ჩაანაცვლებს ადრე გამოყენებულ ორ ვაქცინას – პენტავალენტურ და პოლიომილიტის ორალურ ვაქცინებს. ჰექსავალენტური ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა სანოფი პასტერი. მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი. პრეკვალიფირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2014 წელს. 1 დეკემბრამდე აღნიშნული ვაქცინა მხოლოდ კომერციულ ქსელში, ე.წ. “ფასიანი ვაქცინის” სახით იყიდებოდა“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.