მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს
შეხვედრაზე განიხილება დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის ძირითადი ამოცანები,მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები.

ჯანდაცვის სამინისტრო დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური მხარდაჭერით, 2016 წელს გეგმავს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030წლების ეროვნული სტრატეგიის და შესაბამისი სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

ამასთან დაკავშირებით, ხვალ 8 ივლისს, 15:00 საათზე , სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა, რომელსაც დაესწრებიან შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე,ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკოორდინაციო საბჭოს წევრები და დარგის სხვა ექსპერტები, პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიის ძირითადი ამოცანები,მიზნები და პრიორიტეტული მიმართულებები.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …