მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტს წლის ბოლომდე 100 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება
ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი.

ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტს წლის ბოლომდე 100 მილიონი ლარის დამატება დასჭირდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჯანდაცვის პროგრამების 12 თვის ბიუჯეტის გეგმა 21 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნული თანხა სამინისტრომ მოიძია სხვა პროგრამების ხარჯების შემცირების შედეგად.

კერძოდ ადმინისტრაციული ხარჯების გეგმა შემცირდა 2.3 მილიონი ლარით, სოციალური დახმარებების გეგმა შემცირდა 14 მილიონი ლარით, ხოლო სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის ბიუჯეტი შემცირდა 5.8 მილიონი ლარით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 21 მილიონი ლარით გაიზარდა, წლის ბოლომდე ამ მიმართულებით სამინისტროს დასახარჯად დარჩენილი აქვს 30 მილიონი ლარის რესურსი, როცა იანვარ-ოქტომბერში თვეში საშუალოდ 65 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

აქედან გამომდინარე, სამინისტროს მოუწევს დამატებით 100 მილიონამდე ლარი მოიძიოს. ასეთი მოცულობის რესურსის მოსაზიდად კი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება იქნება საჭირო.

ცხრილი1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 12 თვის ბიუჯეტის პირვანდელი და კორექტირებული გეგმები.

ბიუჯეტის მუხლები

პირვანდელი გეგმა

შეცვლილი გეგმა

სხვაობა
სამინისტროს ბიუჯეტი სულ

2785

2785

0

პროგრამების მართვა

52.5

50.2

-2.3

პენსია და სოციალური დახმარება

2041

2027

-14

პენსია

1390

1390

0

სოციალური დახმარება

631

617

-14

ჯანდაცვა

656.2

677

20.8

საყოველთაო ჯანდაცვა

470

484

14

საზოგადოებრივი ჯანდაცვა

52.4

57

4.6

სამედიცინო მომსახურება პრიორიტეტულ სფეროებში

133

135

2

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა

31.3

25.5

-5.8

შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა

4

3.4

-0.6

forbes.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …