ჯანდაცვის მსოფლიო ქსელმა მაიმუნის ყვავილი პანდემიად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული. ორგანიზაციამ ინფექციის აფეთქება ჯანდაცვის სფეროში გლობალური მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად შეაფასა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია დაუყოვნებელი ზომების მიღება ყველგან, სადაც ვირუსი ვრცელდება.
ქსელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაინფიცირების შემთხვევები გამოვლენილია 58 ქვეყანაში, ინფიცირების სტატისტიკა კი 3500-ს უახლოვდება.
რაც შეეხება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, 23 ივნისს ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა შეიკრიბა, თუმცა რა შეფასება მისცა ჯანმომ მაიმუნის აფეთქების ამჟამინდელ მასშტაბებს – ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სხდომის მიზანია, წარუდგინოს ჯანმოს გენდირექტორს მოსაზრებები იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა არსებული ვითარება საგანგებო მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, მსოფლიო მასშტაბით. ექსპერტებმა ჯანმოს ხელმძღვანელობას ასევე უნდა მიმართონ შესაძლო დროებითი ზომების გატარების რეკომენდაციებით.
მანამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ წინა აფეთქებებთან შედარებით მაიმუნის ვირუსის ამჟამინდელი ვარიანტი უჩვეულო თვისებებით გამოირჩევა, ამიტომაც სპეციალისტებმა მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ.