მთავარი » მსოფლიო » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ავტორიზებული ვაქცინები პასუხობენ კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, თუმცა რომელი რა ხარისხით, ამაზე მიმდინარეობს კვლევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი: ავტორიზებული ვაქცინები პასუხობენ კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, თუმცა რომელი რა ხარისხით, ამაზე მიმდინარეობს კვლევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მართვადი დაავადებების პროგრამების მენეჯერის, სიდართა დატას განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინა ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ ეფექტურია, თუმცა მიმდინარეობს კვლევები, რომელი ვაქცინა რა ხარისხით პასუხობს ახალ შტამებს.

„დღეს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, პასუხობს კორონავირუსის ახალ ვარიანტებს, თუმცა რომელი რა ხარისხით, ამაზე მიმდინარეობს კვლევები. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული შტამების წინააღმდეგ ეს ვაქცინები მუშაობს. რაც შეეხება ინდურ შტამს, ის ახლახანს გამოჩნდა და ცნობილია, რომ ის ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ინდოეთში, ანუ „ასტრაზენეკა“, ვირუსის ინდურ ვარიანტშიც ამცირებს სიკვდილიანობის რაოდენობას“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის მართვადი დაავადებების პროგრამების მენეჯერმა.

 

1tv.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …