ზიკა ვირუსის დამარცხებას 56 მილიონი დოლარი სჭირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დღევანდელ შეკრებაზე განაცხადეს, რომ შესაბამისი ვაქცინის შემუსავებას, დიაგნოსტიკისა და დაავადების გავრცელების შესახებ დამატებითი კვლევების ჩატარებას სწორედ ამ მოცულობის ტანხა სჭირდება. სპეციალური ფონდებიდან ამ მიზნით 25 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
ზიკა ვირუსი უკვე გავრცელებულია 39 ქვეყანაში. ვირუსი აფრიკული წარმოშობისაა და პირველად ამერიკის ქვეყნებსა და ბრაზილიაში 2015 წლის მაისში გამოჩნდა. ვირუსი ყველაზე მეტად ბრაზილიაში ჭარბობს.
ადამიანებს ზიკა ვირუსი Aedes–ის გვარის ინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად გადაეცემათ. ამ ტიპის კოღოები ასევე ავრცელებენ სხვადასხვა ვირუსს, მათ შორის, ყვითელ ცხელებას.