მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.

ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გახსნა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ეპიდემიების მართვის კუთხით, კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„საზოგადოებრივი და გლობალური ჯანდაცვის მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. საქართველო თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ამ პროექტებში და ასეთი კონფერენციების ძირითადი ამოცანა მსოფლიოში ეპიდემიების წარმოშობის შემთხვევაში, მათი დროული პრევენცია, დეტექცია და სწორი რეაგირებაა, იმისთვის რომ ინფექციების გავრცელება თავიდან იყოს აცილებული, ქვეყანას გააჩნდეს სამოქმედო გეგმა და მისი განხორციელების რესურსი გლობალურ საკითხებთან გასამკლავებლად,“ – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ თავდაცვაში ენდრიუ ვებერმა, ერთობლივი ბიოლოგიური ჩართულობის თანამშრომლობის (CBEP), აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA), CDC -საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ოფისის, ასევე ჯანმო-ს საქართველოს ოფისის, საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა (ISTC) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა მიმართეს.

კონფერენციის ფარგლებში, მომხსენებლებმა დაავადებებზე რეაგირებისა და მზადყოფნისა შესაძლებლობების გაზრდის, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის თანამედროვე მიდგომების დანერგვის, საქართველოში დანერგილი დაავადებათა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების გაცნობისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს სტრატეგიული მიდგომების შესახებ იმსჯელეს.

ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანადაფინანსებით იმართება და მასში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) არაგადამდებ დაავადებათა მიმართულების დირექტორი გაუდენ გალეა, ასევე ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან 150-მდე მონაწილე არის ჩართული.

საერთაშორისო კონფერენცია 15-16 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი გამოწვევების მიმართ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მზადყოფნას ემსახურება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …