მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრმა მოძრავი ამბულატორია დაათვალიერა
მოძრავი ამბულატორია საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის ძველ ბულვარში, 7 ივნისს განთავსდა. ის ყოველდღიურად, 10:00-დან 22:00 საათამდე ფუნქციონირებს.

ჯანდაცვის მინისტრმა მოძრავი ამბულატორია დაათვალიერა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან ერთად ბათუმის ძველ ბულვარში განთავსებული მოძრავი ამბულატორია დაათვალიერა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკას გაეცნო.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია ამბულატორიის მუშაობის შესახებ.

უკვე ორი დღეა, მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტზე სკრინინგიც ტარდება. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს, ყოველდღე, 10-დან 14:00 საათამდე შეუძლია. ამ დროისთვის, სკრინინგში 34 ადამიანი ჩაერთო.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოძრავი ამბულატორია საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბათუმის ძველ ბულვარში, 7 ივნისს განათავსა. ის ყოველდღიურად, 10:00-დან 22:00 საათამდე ფუნქციონირებს და მედპერსონალი პაციენტებს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევს. დღემდე, სამედიცინო მომსახურება 51 ადამიანს გაეწია.

ამბულატორია ბათუმის ძველ ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე დარჩება. სამომავლოდ კი საკურორტო ზონებში სეზონურად განთავსდება.

Jandacvis Saministro

 

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …