შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მინისტრის მოადგილეები ნინო ბერძული და ზაზა სოფრომაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ჩეხეთის და საქართველოს ჯანდაცვის სისტემების მსგავსებასა და განსხვავებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სოციალურ საკითხებსაც.
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ მხარდაჭერისათვის, რასაც წლების განმავლობაში ჩეხეთის მთავრობა საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით უწევს. დელეგაციას პარლამენტის სენატის ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ კოლიბა ხელმძღვანელობს.
დელეგაცია სამუშაო ვიზიტით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მათ უკვე დაათვალიერეს ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრი. ვიზიტი დაგეგმილია ყველა იმ დაწესებულებაში, სადაც ჩართულია ჩეხეთის მთავრობა. დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივნისს დასრულდება.