შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გადაცემა “ღია ეთერის” შეკითხვებს პასუხობს.
მინისტრმა ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმა, სამინისტროში კადრების ოპტიმიზაცია და გრიპის ვირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები. მინისტრის განცხადებით, მთავარი ამოცანა თანამშრომელთა უწყებიდან განთავისუფლება არ არის.
“ახალ ბიუჯეტთან დაკავშირებით ჩვენი პირველადი ამოცანა არ არის, რომ დავიწყოთ კადრების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა ექნება გასატარებელი. ჩვენი შეხედულება არის ასეთი, რომ ჩვენ ვააქტიურებთ სამსახურს, რომლის ამოცანაც იქნება თანამშრომელთა მუშობის მონიტორინგი, რაოდენობების შეფასება. თანამშრომელი, რომელიც უკეთეს შედეგს დადებს, უფრო მაღალ ანაზღაურებას მიიღებს,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.
“პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პაციენტები უკვე მიმართავენ ოჯახის ექიმს, ანუ ვისაც უნდა მიმართავდნენ და არა სასწრაფოს ექიმს”.
პროტოკოლის ამოქმედებამდე 550 პასუხგაუცემელი გამოძახება იყო. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პირველივე დღე-ღამის განმავლობაში მონაცემი განახევრდა,
“პროტოკოლის გააქტიურების შემდეგ პაციენტები უკვე მიმართავენ ოჯახის ექიმს ანუ ვისაც უნდა მიმართავდნენ და არა სასწრაფოს ექიმს. ვფიქრობ, ამას გავაგრძელებთ, სპეციალური ინდიკატორებიათ დავინახავთ, ავადობის კლების ცალსახა ტენდენციას. ჩვეულებრივ ეს ორი-სამი კვირა გრძელდება”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
Jandacvis Saministro