პაციენტების ცნობიერების ამაღლება და კონკრეტულ სამედიცინო დარგში მაქსიმალური ჩართულობის ორგანიზება – ეს ერთერთი მთავარი მიზანია ჯანდაცვის იმ ტრენდებს შორის, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა განვითარდეს.
გეგმას – ჯანდაცვის მიზნები 2016-2012 წლებში – ამერიკის ჰოსპიტალების გაერთიანების ასოციაცია აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით ჩამოყალიბებული განსავითარებელი ტრენდების სია ასე გამოიყურება :
- ჯანდაცვის სფეროში გარდაქმნებისთვის საჭირო დაფინანსების მოდელების გამოკვლევა.
- ცვლილებების მენეჯმენტისთვის საჭირო უნარებისა და კომპეტენციის იდენტიფიცირება.
- ჯანდაცვის განვითარებისთვის აუცილებელი ინოვაციების ხელშეწყობა.
- იმ პროგრამების ხელშეწყობა, რაც მიმართულია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ მინიმალური დანახარჯებით.
- სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე ტექნიკური დანადგარებით აღჭურვა.
ამასთან კლინიკები გეგმავენ შეიმუშაონ მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული მკურნალობის სქემა. ასე მაგალითად, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები მიიღებენ სპეციალურ პროგრამას, რომლის მიხედვითაც სამედიცინო მომსახურებას სახლიდან გაუსვლელად თავადვე ჩაიტარებენ.