ჯანდაცვის ფინანსირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ორგანიზებულ კურსს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო.
ოთხდღიან სასწავლო კურსზე ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების პოლიტიკის ამოცანები, ინსტრუმენტები, სტრატეგიული შესყიდვები, თანხების აკუმულირებისა და ფრაგმენტაციის საკითხები საქართველოს, ლატვიის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის მაგალითებზე განიხილეს.
კურსის დასრულებისას ქვეყნების მიხედვით სასწავლო მასალებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მაგალითი დაამუშავეს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე პრეზენტაციები და პოსტერები წარადგინეს. ნამუშევრები ფარული კენჭისყრით შეფასდა და გამარჯვებული საქართველო გახდა.
სასწავლო კურსის დასასრულს, დაჯილდოების ცერემონიალზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის სისტემაში საქართველოს მიღწევები გამოჰყო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა. #ჯანდაცვა2017