მთავარი » მსოფლიო » ჯანდაცვის ჩათბოტების გლობალური ბაზარი მკვეთრად იზრდება

ჯანდაცვის ჩათბოტების გლობალური ბაზარი მკვეთრად იზრდება

გლობალური ჯანდაცვის ჩათბოტების ბაზარი 2026 წლისთვის 345,3 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. სტატიას ამ თემაზე health.einnews.com აქვეყნებს და წერს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც ყოველდღიურად უფრო აქტიური ხდება ხელოვნური ინტელექტი.

ხელოვნური ინტელექტი ბევრ სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორის – ჯანდაცვის სფეროს.

„ერთი-ერთი ასეთი ინოვაცია არის ჩათბოტი, რომელიც შექმნილია პაციენტებთან საუბრის სიმულაციისთვის. ჩათბოტი ამარტივებს სამედიცინო  სერვისების მიღებას და მას ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის“. — წერია სტატიაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ დატვირთული  ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ხშირად პაციენტები ექიმთან დროულად ვიზიტს ვერ ახერხებენ, ჯანდაცვის ჩათბოტის საშუალებით კი, მათ ექნებათ წვდომა სამედიცინო რაჩევებსა და ინფორმაციაზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში. რიგში დგომის გარეშე. ჩათბოტებს ასევე შეუძლიათ პაციენტების პირველადი კონსულტაცია, რაც მათ ეხმარებათ დაადგინონ, საჭიროა თუ არა სასწრაფოდ მიმართონ სამედიცინო დახმარებას, ან  თუ შესაძლებელია მათი სიმპტომების მართვა სახლში. რაც თავისთავად  თავიდან აგვარიდებს სამედიცინო სექტორის გადატვირთვას.

გარდა ამისა, ჯანდაცვის ჩათბოტებს შეუძლიათ შეგახსენოთ მედიკამენტის დროული მიღება, ასევე მოგაწოდონ პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო  რეკომენდაციები. სტატიაში აღნიშნულია, რომ ჩათბოტების მსგავსი ფუნქცია დაეხმარება პაციენტებს მკურნალობაში, რაც დადებითად აისახება როგორც მედპერსონალზე, ასევე მთლიანად ჯანდაცვის სექტორზე.

ჯანდაცვის ჩათბოტები ასევე ეხმარებიან სამუშაო პროცესების გამარტივებაში ჯანდაცვის პროვაიდერებს.  ამ სისტემას შეუძლია, მედპერსონალს დაეხმაროს ადმინისტრაციულ საქმიანობაში,  რომ მათ ფოკუსირება მოახდინონ უფრო რთულ ამოცანებზე, რომლებიც საჭიროებენ უშუალოდ პერსონალის მონაწილეობას.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …