ჯანდაცვის სიტემაში მიმდინარე ცვლილებებსა და პირველადი ჯანდაცვის რეფორმას აფასებს ბავშვთა ონკოლოგი, პროფესორი თენგიზ ზუხბაია. როგორც ზუგბაია მიიჩნევს, შეიძლება ბევრი პრეტენზია იყოს სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ის, რაც გაკეთდა ამ წლების მანძილზე ჯანდაცვის სისტემაში, ნამდვილად დასაფასებელია.
„წინა პერიოდთან შედარებით იმდენი დადებითი რამ გაკეთდა ჯანდაცვაში, რომ ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია. სანამ პირველად ჯანდაცვაზე ვიტყოდე რამეს, მინდა შევეხო C ჰეპატიტის პროგრამას, რომელიც ამ წელს ამოქმედდა ჩვენს ქვეყანაში.
მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ მახსენდება, რომელშიც მსგავსი პროგრამა განხორციელდა, თანაც ასეთი წარმატებით, გატარდა ძალიან დიდი და შრომატევადი სამუშოები.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, დღეს ამ რგოლში რომ არის გარკვეული პრობლემები, ეს ყველასთვის ნათელია, შეიძლება ითქვას, რომ რეფორმა ნამდვილად დროული და საჭირო იყო, მაგრამ რეფორმის გატარების დროსაც, ჩემი აზრით, არის გარკვეული ნიუანსები გასათვალისწინებელი.
მთავარია მენეჯმენტი იყოს მოქნილი და კარგი კორდინაცია იყოს ცენტრსა და რეგიონებს შორის, არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული შტამპი, რომლის მიხედვითაც იმოქმედებენ ყველა კუთხეში და რეგიონში, ანუ ყველა კუთხეს უნდა მივუდგეთ ინდივიდუალურად, პირობითად რისი პრობლემა და საჭიროებაც მთაში არსებობს, იმისი პრობლემა სხვა რაგიონში არ გააჩნიათ და ა.შ.
ასევე აუცილებელია და დღეს, ჩემი აზრით, მწვავედ დგას გამოცდილების პრობლემა, ამაში კი ვგულისხმობ შემდეგს, რომ ექიმი, რომელიც 6 თვე იმუშავებს თუნდაც ავსტრიის რომელიმე კლინიკაში, ის ვერასოდეს გაუტოლდება იმ ექიმს, რომელსაც წლების გამოცდილება აქვს.
ეს ეხება ოჯახის ექიმს, ვინაიდან მას ფართო სპექტრზე უწევს პაციენტების შემოწმება. ის ვალდებულია, პაციენტი გასინჯოს და პირველადი დიაგნოზი დასვას ან სწორი მიმართულება მისცეს პაციენტს.
ასევე მინდა შევეხო ექიმების ანაზღაურებას. მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ექიმი უნდა დააინტერესო, რათა მან იმუშაოს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში და პაციენტი გასინჯოს გულისყურითა და ყურადღებით. დაინტერესებაში კი რა იგულისხმება, ექიმს უნდა ჰქონდეს მაღალი ანზღაურება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები.
მაგრამ ასევე ექიმობის უფლებაც ყველას არ უნდა მისცეს სახლმწიფომ, ანუ ადამიანი, რომელსაც მხოლოდ დიპლომი აქვს და პრეტენზია უჩნდება, რომ ის ექიმია, ასეთი ადამიანები არ უნდა მუშაობდნენ ოჯახის ექიმებად.
ოჯახის ექიმის პოზიცია ისეთია, რომ იქ უნდა დასაქმდეს მედიკოსი, რომელსაც მართლა გულწრფელად შესტკივა გული პაციენტზე“, – აღნიშნა ზუხბაიამ და დასძინა, რომ რეფორმის წარმატებით დასრულებისთვის მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია როგორც მოსახლეობასთან, ასევე რიგით ექიმებთან.