მთავარი » ჯანდაცვა » ჯანდაცვაში არსებული რთული მდგომარეობა პირველადი რგოლის რეფორმამ უნდა შეცვალოს
პირველადი რგოლის რეფორმას უმნიშვნელოვანესს უწოდებს ქეთევან გოგილაშვილი და მიიჩნევს რომ,ჯანდაცვაში არსებული რთული მდგომარეობა ამ რეფორმით უნდა გამოსწორდეს

ჯანდაცვაში არსებული რთული მდგომარეობა პირველადი რგოლის რეფორმამ უნდა შეცვალოს

პირველადი ჯანდაცვის რეფორმას უმნიშვნელოვანესს უწოდებს მედიცინის დოქტორი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი. გოგილაშვილი მიიჩნევს, რომ არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში პირველადი ჯანდაცვა გამართული და სრულყოფილი ჯანდაცვის სისტემის საფუძველია.

გოგილაშვილის მოსაზრებით, იმ ქვეყნებში სადაც პირველადი ჯანდაცვა განვითარებულია, პრევენციისა და ჯანმრთელობის პროფილაქტიკის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რაც საშუალებას იძლევა ყველა დაავადება საწყის ეტაპზევე გამოვლინდეს, რაც ერთის მხრივ ამარტივებს დაავადების მკურნალობას და მეორეს მხრივ ზოგავს ფინანსურ რესურსებს.

„პრესიმპტომურ სტადიაზე დაავადების გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია, ამის უზრუნველყოფასაც გამართული პირველადი ჯანდაცვის რგოლი უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი ეს გვაძლევს მთელ რიგ დადებით შედეგებს, როგორებიცაა თუნდაც დაავადებების ადრეულ სტადიაში გამოვლენა, გამოვლენილი დაავადებების მართვა.

ერთი შეხედვით ოჯახის ექიმს თითქოს განსაკუთრებული როლი არც აკისრია, არადა რეალურად სწორედ ოჯახის ექიმი ასრულებს მთავარ და რიგ შემთხვევებში გადამწყვეტ როლს პაციენტის ჯანმრთელობაში. ოჯახის ექიმის ვალდებულებაა სწორად დასვას დიაგნოზი, სწორად გამოწეროს წამალი, სწორი მიმართულება მისცეს პაციენტს.

დღეს კი როგორ ხდება ჩვენთნ, პაციენტები ხშირ შემთხვევაში, მიმართავენ თვითმკურნალობას, თვითნებურად იღებენ მედიკამენტებს, ხშირ შემთხვევაში კი სულაც არასამედიცინო განათლების მქონე მეზობლებისა თუ ნათესავების რჩევით იტარებენ მკურნალობას და იღებენ მედიკამენტებს.ეს, რასაკვირველია, საგანგაშო და შემაშფოთებელია.

ამასვე ცხადყოფს ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩვენი მოსახლეობა მედიკამენტების მოხმარების თვალსაზრისით ერთ–ერთი მოწინავეა. სწორედ აი ასეთი რთული ვითარების გამოსწორება უნდა შეძლოს ჯანდაცვის პირველადმა რგოლის რეფორმამ“, – მიაჩნია გოგილაშვილს.

„დღეს ამ რგოლში მრავალი პრობლემაა რომელიც უნდა გამოსწორდეს, თუნდაც ინფრასტრუქტურა, – აუცილებელია ექიმს ჰქონდეს ნორმალური სამუშაო პირობები. მეორე საკითხი, რაც ჩემი აზრით გადასახედია, არის კადრების კვალიფიკაცია. დღეს ამ ექიმების გადამზადება ბევრად უფრო მარტივად ხდება, ვიდრე ეს უნდა ხდებოდეს და არც ისე კარგად არ არის წარმოოჩენელი ოჯახის ექიმის ინსტიტუტის მნიშვნელობა, როგორც ეს უნდა იყოს“, – აღნიშნავს გოგილაშვილი.

გოგილაშვილი ასევე საუბრობს პირველადი რგოლის რეფორმის მოსალოდნელ ფინანსურ ეფექტზეც. მისი აზრით, რეფორმის შემდეგ სახსრები მნიშვნელოვნად დაიზოგება რამდენადაც დღეს ცოტა ვინმე თუ სარგებლობს ოჯახის ექიმის სერვისით და ყველა აკითხავს სტაციონარს.

„ეს არის სრულიად მიუღებელი არ შეიძლება ნებისმიერ „წამოტკივებაზე“ პაციენტი სტაციონარში მიდიოდეს, ასეთ შემთხვევაში ცალკე ექიმები არიან გადატვირთულები, ცალკე ეს სერიოზულ დანახარჯებს იწვევს.

გავიხსენოთ როგორ იყო თუმდაც კომუნისტების პერიოდში, – ყველა უბანს ემსახურებოდა პოლიკნილიკა.ეს სწორი მიდგომა იყო, ვინაიდან, ვიმეორებ, – არ შეიძლება ყველა ჩივილზე სტაციონარში წასვლა. აი ეს დატვირთვა მთლიანად უნდა აიღოს პირველადმა რგოლმა და იმედი მაქვს რომ რეფორმის შემდეგ ეს ასეც მოხდება

განაცხადა გოგილაშვილმა და დასძინა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი როგორებიცაა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, ექიმების გადამზადების სწორი მეთოდიკა და უკვე ამ რგოლში ჩართული სპეციალისტებისთვის სათანადო და ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …