თებერვალში გამომცემლობა Corpus-მა სამეცნიერო ჟურნალისტის, ასია კაზანცევას წიგნი გამოსცა სახელწოდებით „ინტერნეტში ვიღაც ცდება“. ეს სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალისტმა ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის, ენდრიუ უეკფილდის ნაშრომს მიუძღვა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვაქცინაცია ბავშვებში აუტიზმს იწვევს.
ასია კაზანცევა დეტალურად იძიებს უეკფილდის კვლევის შედეგებს და საბოლოოდ მიდის დასკვნამდე, რომ მეცნიერი ცდება. ამის დასტური კი, სამედიცინო ჟურნალისტის ბრაიან დირის გამოძიებაა. უეკფილდის კვლევის შედეგები 1998 წელს ჟურნალ The Lancet-ში დაიბეჭდა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა სამედიცინო სამყაროში.
უეკფილდის ექსპერიმენტში რამდენიმე მცირეწლოვანი მონაწილეობდა. აქედან ერთს აუტისტური სპექტრის ნიშნების გამოვლენა აცრიდან 11 კვირაში დაეწყო, ხოლო მეორე პაციენტს, 2 კვირაში. სწორედ ამ შეუსაბამობამ გამოიწვია ბრაიან დირის ეჭვები და მან ექსპერიმეტში მონაწილე ბავშვების მშობლებთან შეხვედრები დაიწყო. აღმოჩნდა, რომ იყო ბევრი ხარვეზი, რამაც ბრიტანეთის მთავარი სამედიცინო საბჭო აიძულა უეკფილდის ექსპერიმენტში მონაწილე ყველა ბავშვის სამედიცნო ისტორია გამოეთხოვა.
უეკფილდი ამტკიცებდა, რომ ყველა ბავშვი წითელა, წითურა, ყბაყურას გეგმიური აცრის შემდეგ რეგრესიული აუტიზმის მსხვერპლი გახდა, რეალუად კი ასეთი სახის აუტისტური აშლილობა მხოლოდ ერთ ბავშვს დაუდგინდა.
მეცნიერი ამტკიცებდა, რომ წითელას დასუსტებული ვირუსი, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაში შედიოდა, იწვევდა კუჭის ანთებით პროცესს და საბოლოოდ აუტიზმის სიმპტომებიც ჩნდებოდა.
საბოლოოდ გაირკვა, რომ ბავშვებს მუცლის ღრუს პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ აწუხებდათ, სანამ მათ აცრიდნენ. ასევე გაირკვა, რომ საკუთარი თეორიის განსამტკიცებლად, უეკფილდმა ბავშვებს კოლონოსკოპიის პროცედურა ჩაუტარა, რაც ასევე ჩვენების გარეშე, არ უნდა დაინიშნიოს. ექსპერიმენტისთვის შეარჩიეს ის ოჯახები, რომლებსაც ვაქცინაციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ.
მაგალითად დანიაში გამოიკვლიეს, 1991 დან 1998 წლებში დაბადებული 537 303 ბავშვი, აქედა440 655 აცრილი იყო, დანარჩენი 96 648 არა. პირველ ჯგუფში აუტიზმი დაუდგინდა 269 ბავშვს, მეორე ჯგუფში 47-ს. მოხდა კვლევის უფრო ღრმა ანალიზიც, ბავშვები დაჰყვეს სქესის, ასაკისა და აცრების ინტერვალის მიხედვით.
სტატისტიკამ შედეგი მაინც ვერ გამოიღო. რაღაც ეტაპზე მეცნიერები იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ აცრილებში ნაკლები აუტისტური სპექტრის ბავშვია, თუმცა ესეც მხოლოდ სტატისტიკაა. საბოლოო დასკვნა ასეთია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვაქცინაცია იცავს აუტიზმისგან, ისეთივე წარმატებით ვერავინ იტყვის, რომ ის მას იწვევს. მსგავსი მასშტაბური კვლევა ფინეთშიც ჩატარდა. კვლევის ფინანსური მხარდამჭერი იყო ფარმაცევტული კომპანია Merck, რაც კვლევის ობიექტურობას კითხვის ქვეშ აყენებდა.
რაც შეეხება უეიკფილდის კვლევის შედეგებს, 1997 წლის მონაცმეებით, ბრიტანეთში 2 წლამდე ბავშვების 91.5 პროცენტი იცრებოდა. ცნობილი კვლევის შემდეგ ეს რიცხვი 79.9 პროცენტამდე შემცირდა, რადგან მშობლებმა მასიურად თქვეს უარი ვაქცინაციაზე. ბრაიან დირის გამოძიებამ მოთხოვნა ვაქცინაციაზე კვლავ გაზარდა და მხოლოდ 2012 წლისთვის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს.
ასეთივე სტატისტიკა იყო შოტლანდიაში, უელსსა და სამხრეთ ირლანდიაში. ვაქცინაციის შემცირებამ გამოიწვია წითელას ეპიდემიის მკვეთრი ზრდა. 1998 წელს ინგლისსა და უელსში ლაბორატორიულად დადასტურდა წითელას 56 შემთხვევა, 2006 წელს კი, 740. უკვე 2008 წელს ამ რიხვმა 1370 მდე იმატა. ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციამ ფაქტს ეპიდემიის კვალიფიკაცია მისცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამაში დამნაშავე ენდრიუ უეკფილდია. მისი პუბლიკციის შემდეგ 2000 წლიდან წითელას აცრაზე უარის თქმის გამო, 3 მოზარდი გარდაიცვალა.
საბოლოოდ ბრიტანეთის სამედიცინო საბჭომ უეკფილდს უფლბამოსილება შეუწყვიტა, ხოლო ჟურნალმა The Lancet უკან გაითხოვა მასალა აცრებსა და აუტიზმზე.
დღეს ეს მასალა მაინც იძებნება ინტერნეტში, წარწერით RETRACTED. ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოს დასკვნაში ნათქვამია, რომ შესაძლოა კვლევაში მონაწილე 12 ბავშვს რეალურად მართლა დაეწყო აუტისტური სპექტრის ნიშნების გამოვლენა აცრების შემდეგ, თუმცა ასეთი 12 ბავშვი, რომლებსაც მსგავსი სპექტრის ნიშნები გამოუვლინდა, სხვა ნიშნებითაც შეიძლება მოიძიოთ.
მაგალითად შეიძლება მიაგნოთ 12 ისეთ ბავშვს, რომლებსაც აუტისტური აშლილობის გამოვლენა დაეწყოთ დისნეილენდში ვიზიტის შემდეგ. შესაბამისად, უეკფილდის დასკვნა, არასერიუზულია.