მთავარი » ჯანდაცვა » იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე – 29.02.2016
29 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე – 29.02.2016

29 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ იშვიათი დაავადების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

შეხვედრა გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის, ფიფ დაავადებული პაციენტთა კავშირისა და პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას მხარდაჭერით მოეწყო.

ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა იშვიათი დაავადებების – მათ შორის ფილტვის იდოპათიური ფიბროზის შესახებ, რათა მოხდეს დაავადების დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ მისი სწორი მართვა, კერძოდ, ფიფ-ით დაავადებული პაციენტებისთვის აინტიფიბროზულ თერაპიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პრეკონფერენციაში მონაწილეობდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: ოლეგ ქვლივიძე (გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი), ანა ბოქოლიშვილი (გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი) ელენე სამხარაძე (ფიფ დაავადებულ პაციენტთა კავშირი) და თინათინ სამყურაშვილი (პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა), კახა ვაჭარაძე (საქართველოს რესპირატორთა ასოციაცია)

შეხვედრას ასევე დაესწრნენ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, საქართველოს იშვიათი დაავადებებისა და რესპირატორთა ასოციაციების წარმომადგენლები, ექიმი-პულმონოლოგები, პაციენტები, მედია და სხვა მოწვეული სტუმრები.

ღონისძიება სიმბოლურად საპნის ბუშტების გაშვებით დასრულდა, რითაც მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა და გაუსვეს ხაზი საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობას.

ფიფ

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …