მთავარი » ჯანდაცვა » ირაკლი სასანია: მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნით ევროპული, კერძოდ, ავსტრიული კომპანია დაინტერესდა
ძალიან კარგია, როდესაც ევროპული, კერძოდ, ავსტრიული კომპანია დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით. ჯანდაცვის სფეროში ავსტრიას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

ირაკლი სასანია: მისასალმებელია, რომ ჩვენი ქვეყნით ევროპული, კერძოდ, ავსტრიული კომპანია დაინტერესდა

საქართველოსთვის  საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა მნიშვნელოვანია. თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ნახევარ მილიარდამდე ინვესტიციის განხორციელება  იგეგმება.

ლაპარაკია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის, ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის რეაბილიტაციაზე.

სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სრულყოფილი და მიმზიდველი შეთავაზება  ალფამედიკის კოსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.

  „ალფამედიკი“ დაფუძნებულია ვენაში.  კონსორციუმის წევრებს (Keppie Architects, The Health Partnership, MFK, FESP) დიდი გამოცდილება აქვს ე.წ. PPP პროექტების განხორციელების საქმეში, რაც  საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობას გულისხმობს.

ამ ფაქტს ეხმაურება ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანია და აცხადებს, რომ ევროპული მოდელი მაღალ ხარისხს და მაღალი დონის სერვისებს გულისხმობს და კარგია, რომ პროექტის განხორციელებაში სწორედ „ალფამედიკი“ მონაწილეობს.

„ძალიან კარგია, როდესაც ევროპული, კერძოდ, ავსტრიული კომპანია დაინტერესდა ჩვენი ქვეყნით. ჯანდაცვის სფეროში ავსტრიას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. რაც მთავარია,   იმ ტიპის ჯანდაცვის სისტემა გააჩნია, როგორსაც ჩვენ ვაშენებთ, ბისმარკის მოდელის მსგავსი. ზოგადად, ევროპული ჯანდაცვის სისტემა მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამერიკული კიდევ უფრო მაღალი ხარისხისაა, თუმცა საქართველოსთვის ცოტა ადრეა და ამიტომ ჯობია, ევროპულით დავიწყოთ“, – განაცხადა  სასანიამ.

ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმ აუცილებელ ნაბიჯებზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ

უნდა გადადგას, რათა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მიუახლოვდეს ევროპულ ხარისხს და სტანდარტს:

„ძალიან ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ არსებობს პირველი რიგის პრობლემები.ჯანდაცვის სისტემის რა მოდელიც გინდა შევარჩიოთ, ყველა მათგანი მორგებული უნდა იყოს და ემსახურებოდეს პაციენტს. პაციენტის ინტერესები უნდა იყოს პირველ პლანზე და პირველ ადგილზე დაყენებული. შემდეგ აქედან გამომდინარე უნდა აიგოს მთელი მოდელი და სისტემა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები და სამუშაოებია განსახორციელებელი“, – მიიჩნევს ირაკლი სასანია.

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …