ინსტაგრამის განახლებული ფუნქციები ფარმაცევტულ ბაზარს საკუთარი პროდუქტების უკეთ წრმოჩენაში დაეხმარება. პლატფორმამ 30 წამიანი ვიდეობის ხანგრძლივობა 2- ჯერ გაზარდა.
ანუ უკვე კომპანიებს შეუძლიათ 60 წამიანი ვიდეომიმართვა ჩაწერონ. თუმცა ფარმაცევტიკულ სექტორს სოციალურ მედიაში გარკვეული ვალდებულებებიც აქვს, რაც სხვადასხვა დასახელების მედიკამენტის უსაფრთხოებასა და გვერდით მოვლენების დასახელებას უნდა მოიცავდეს.
სოციალური მედიის ანალიტიკოსი დოუგ ვეინბრენერი ფიქრობს, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ვიდეო მიმართვის პირველი 15-20 წამის განმავლობაში საკუთარი პროდუქტების უსაფრთხოებაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
დარჩენილი დროის განმავლობაში კი კრეატივს უხმონ და პროდუქტის სხვა ბენეფიტებზე ისაუბრონ. ვეიბრენერი დარწმუნებულია, რომ ინსტაგრამის ახალი ფუნქციები ფარმაცევტულ კომპანიებს მომხმარებლის მოზიდვას კიდევ უფრო გაუადვილებს.