„ტაილანდის ჯანმრთელობის ხელშეწყობის ფონდმა“ და სააგენტო BBDO-მ ერთობლივად შეიმუშავეს ინოვაციური თეფშის დიზაინი, რომელმაც ქვეყანაში არსებულ სიმსუქნის პრობლემის მოგვარებას უნდა შეუწყოს ხელი.
AbsorbPlate-ს 500 პატარა ღრმული გააჩნია, რომელთა მიზანიც ცხიმის შეგროვებაა. BBDO-ს განცხადებით, სავსე თეფშიდან ღრმულებს 30 კალორიის მოცილება შეუძლია.
ახალი თეფში დადებითად შეაფასეს ტაილანდის მომავლის ინოვაციების ინსტიტუტმა და ადგილობრივმა ჯანდაცვის ორგანიზაციებმა. მათი განცხადებით, იგი ნამდვილად იოლი მიგნებაა ჯანმრთელი კვებისათვის.