ინგლისი მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის დასაფინანსებლად ყოველწლიურად დამატებით 1 მილიარდ ფუნტს გამოყოფს.
პრემიერ მინისტრ დავიდ კემერონის ეს ინიციატივა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანთა გარდაცვალების ფაქტების მატებას მოყვა. ამ მისიით სპეციალური ფონდებიდან დამატებით 8,4 მილიარდი ფუნტის მობილიზება მოხდება.
კემერონის განცხადებით, ბრიტანეთში მენტალური პრობლემის მქონე ადმაიანების დაახლოებით სამი მეოთხედი ყოველგავრი დახმარების გარეშე ცხოვრობს.