მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » ინფიცირებული ადამიანები არიან სტიგმატიზირებული საზოგადოების მხრიდან
1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, თუმცა აივ ინფექციასთან ერთად ადამიანები, რომელთაც ტუბერკულიოზი აქვთ ასევე არიან სტიგმატიზირებული საზოგადოების მხრიდან.

ინფიცირებული ადამიანები არიან სტიგმატიზირებული საზოგადოების მხრიდან

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, თუმცა აივ ინფექციასთან ერთად ადამიანები, რომელთაც ტუბერკულიოზი აქვთ ასევე არიან სტიგმატიზირებული საზოგადოების მხრიდან და ხშირად დისკრიმინაციის მხვერპლიც.

დაავადების, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ სტუდიაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სრული პროფესორი ლამარა ვაშაკიძე და ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულნტანტი ნინა ჭაჭია საუბრობენ.

ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.

დაინფიცირების შემდეგ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ: სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება) და ა.შ. ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მომხმარებლები. ნარკომანები. შიდსით დაავადებული პირები.

Georgian Broadcaster

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …