1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღეა, თუმცა აივ ინფექციასთან ერთად ადამიანები, რომელთაც ტუბერკულიოზი აქვთ ასევე არიან სტიგმატიზირებული საზოგადოების მხრიდან და ხშირად დისკრიმინაციის მხვერპლიც.
დაავადების, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის შესახებ სტუდიაში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და სრული პროფესორი ლამარა ვაშაკიძე და ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულნტანტი ნინა ჭაჭია საუბრობენ.
ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.
დაინფიცირების შემდეგ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ: სხვადასხვა თანმხლები დაავადების მქონე პირები (შაქრიანი დიაბეტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება) და ა.შ. ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მომხმარებლები. ნარკომანები. შიდსით დაავადებული პირები.