მთავარი » მსოფლიო » „ინდური შტამის“ პანდემიის დამარცხების გზაზე სერიოზული პრობლემა ხდება

„ინდური შტამის“ პანდემიის დამარცხების გზაზე სერიოზული პრობლემა ხდება

კორონავირუსის გავრცელების გლობალური მასშტაბები მკვეთრად მცირდება. Bloomberg-ი წერს, რომ აშშ-ში 2020 წლის მარტის შემდეგ ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების მინიმალური რაოდენობა დაფიქსირდა. ეპიდაფეთქება სუსტდება ინდოეთშიც. მსოფლიოს მასშტაბით, გასულ კვირაში კოვიდ 19-ით დაავადების სტატისტიკა (3 მილიონი ადამიანი) ბოლო სამ თვეში მინიმალური იყო. ეს ყველაფერი ვაქცინაციის მასშტაბების ფონზე ხდება.

მსოფლიოს მასშტაბით ასევე მცირდება გარდაცვალების მაჩვენებლები, რომლებიც აპრილის ბოლოს დღეში 92 ათასს შეადგენდა, მაისის ბოლოს კი 80 ათასამდე შემცირდა.

ამ ტენდენციის მიუხედავად, ფიჯიდან დიდ ბრიტანეთამდე დაავადების მაჩვენებელი არის იმის შეხსენება, რომ პანდემია უახლოეს პერიოდში არ დასრულდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, შეძლებს თუ არა ქვეყანა რეგულაციების მოხსნას, რაც 21 ივნისისთვის დაგეგმილი.

შეზღუდვების საბოლოო მოხსნას ეჭვქვეშ აყენებს მაღალი გადამდებლობის მქონე შტამის Delta-ს (ე.წ. ინდური შტამის) გავრცელება, რომელიც პირველად ინდოეთში დაფიქსირდა და ამ ეტაპზე ბრიტანეთში დომინანტი სახეობაა.

კვირას ბრიტანეთში 5342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 65%-ით აღემატება ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელს.

შტატების ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ 2020 წლის მარტის შემდეგ ყოველდღიური ინფიცირების მინიმალური მაჩვენებელი (5455) დაფიქსირდა.

დადებითი ტენდენცია ყველგან არ ფიქსირდება. Fiji Times-ის ინფორმაციით, ფიჯიზე კორონავირუსის აფეთქება დაფიქსირდა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, წყნარი ოკეანის კუნძულების მოსახლეობის მხოლოდ 0,33%-ია აცრილი.

სიახლეა  ბავშვთა იმუნიზაციის მიმართულებით: ჩინეთმა თანხმობა მისცა Sinovac-ის ვაქცინის საგანგებო გამოყენებას ბავშვებში. შედეგად, ის გახდა პირველი დიდი ქვეყანა, რომელიც სამი წლის მოზარდების იმუნიზაციას დათანხმდა. ვაქცინაციას 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს ჩაუტარებენ.

ეს ხდება ინფორმაციის გავრცელების ფონზე იმის შესახებ, რომ ახალგაზრდები ინფექციის ისეთივე გადამდებლები არიან, როგორც უფროსები. სინგაპურში, ჰონგკონგსა და აშშ-ის ზოგიერთ შტატში უკვე დაშვებულია Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …