მთავარი » ჯანდაცვა » ინდური და აზიის სხვა ქვეყნების წარმოებული მედიკამენტები ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომია
საკმაოდ ეფექტური, ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა ინდური, აზიის სხვა ქვეყნების, დასავლეთ ევროპის, მათ შორის პოლონური და ჩეხური მედიკამენტები.

ინდური და აზიის სხვა ქვეყნების წარმოებული მედიკამენტები ეფექტური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა, როგორიცაა:

პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოვეტაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.

ჯანდაცვის სამინისტრო  მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს. მინისტრს მიაჩნია, რომ ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, და მეტი სტიმული  ადგილობრივ წარმოებას მიეცეს.

თუმცა, იმისათვის, რომ  ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

მედიკამენტების ფასების პრობლემასა და ჯენერიკული წამლების საკითხს ექიმი ელზა ვაშაკიძე გამოეხმაურა. 

“ბრენდი და ძვირადღირებული წამალი ზოგადად, რომ  უკეთესია, ვიდრე ჯენერიკი, ეს ყველასთვის ცნობილია. მაგალითად,  შანელის კაბა რა თქმა უნდა, სჯობს 50 ლარიან კაბას, მაგრამ რისი საშუალებაც აქვს სახელმწიფოს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, სწორედ მას მიმართავს.

არსებობს შედარებით კარგი ხარისხის ჯენერიკები და არცერთი ექიმი არ არის ჯენერიკის დანიშვნის წინააღმდეგი. დაბალი ხარისხის წამლების რეალიზაციის წინააღმდეგ სახელმწიფო ყოველთვის გამოდიოდა, აქ ლაპარაკია ჯენერიკ მედიკამენტების საგმენტის გაფართოებაზე და ამის შემდგომ, ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე.

ზოგადად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თემა  ძალიან აქტუალურია. პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი  მთხოვს, დავუნიშნო ეფექტური და შედარებით იაფი წამალი. თუმცა არიან გამონაკლისი პაციენტები, რომლებიც კონკრეტულად ბრენდული წამლის დანიშვნას მოითხოვენ. პაციენტების მოთხოვმიდან გამომდინარე ექიმებიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ოპტიმალურ ვარიანტს არჩევს.

 საკმაოდ ეფექტური, ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა ინდური, აზიის სხვა ქვეყნების, დასავლეთ ევროპის, მათ შორის პოლონური და ჩეხური მედიკამენტები. არსებობს მედიკამენტების ნაწილი, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ ჯენერიკები და იძულებული ხარ ბრენდული მედიკამენტი გამოწერო.

აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს სწორი მიმართულება აქვს აღებული –  მეტი ჯენერიკ მედიკამენტის იმპორტი და არჩევანის მრავალფეროვნება მოსახლეობის ჯიბეს დადებითად წაადგება”. 

commersant.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …