მთავარი » მსოფლიო » ინდოეთში კორონავირუსის უდიდესი აფეთქებაა, ქვეყნები რეგულაციებს უბრუნდებიან

ინდოეთში კორონავირუსის უდიდესი აფეთქებაა, ქვეყნები რეგულაციებს უბრუნდებიან

მსოფლიოს ქვეყნები, აშშ-დან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული, ინდოეთს დახმარებას პირდებიან. ამასთან, არაერთი სახელმწიფო ამ სამხრეთაზიული ქვეყნიდან მგზავრების მიღებას ზღუდავს, რადგან ინდოეთი ახლა Covid-19-ის უდიდეს აფეთქებას ებრძვის.

Bloomberg-ი წერს, რომ ინდოეთში ინფიცირების ახალმა შემთხვევებმა დღე-ღამეში 300 ათასს გადააჭარბა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსისგან დაღუპულთა ჯამურმა რაოდენობამ 197 ათასს გადააჭარბა. ამასთან,

უკვე გაკეთდა 145 მილიონი დოზა ვაქცინა.

აზიურმა ქვეყანამ, რომელიც  ინფიცირებულთა რაოდენობით მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება, უკვე დაიწყო საერთაშორისო დახმარების მიღება. მაგალითად, ამერიკის

შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა AstraZeneca-ს პრეპარატის საკუთარი მარაგებიდან ინდოეთისთვის გარკვეული ნაწილი გამოყოს. პარალელურად, ინდოეთი აპირებს, პირველი მაისიდან ვაქცინაციის პროგრამა 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის გახსნას. თუმცა ქვეყნის მდიდარ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, კერძო თვითმფრინავებით ევროპის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა სახელმწიფოებში გადაფრინდნენ და მილიონობით რუპიის ფასად აიცრან.

რაც შეეხება თავად ვირუსის სახეობას, რომელიც ინდოეთში გავრცელდა. გენურმა კვლევებმა აჩვენა, რომ B.1.617 ტიპის ვარიანტი სულ უფრო აგრესიულად ვრცელდება  ინდოეთში, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს.

ეს ვარიანტი SARS-CoV-2-ის გენომების 38%-ში ფიქსირდება და შეიცავს მთელ რიგ მუტაციებს, რომლებიც რეინფიცირებას და ვაქცინის ეფექტიანობის შემცირებას უკავშირდება.

ვითარება რთულდება თურქეთში, სადაც პრეზიდენტმა ერდოღანმა თითქმის სამკვირიანი კარანტინი გამოაცხადა. პრეზიდენტის თქმით, დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 5000-ს უნდა ჩამოსცდეს, რათა თურქეთმა შეძლოს ეკონომიკის აღდგენა. კვირას ქვეყანაში 39 ათასამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 347 ადამიანი. ჯამში, პანდემიამ თურქეთში 38358 მოქალაქე იმსხვერპლა.

დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად 3,1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა და 145 მილიონი დააინფიცირა.

“ბლუმბერგი“ წერს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, შემზღუდავი ზომების შერბილებასთან ერთად, რაც ეკონომიკის გამოცოცხლებას ემსახურება, ინფექციის მასშტაბები იზრდება. რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა დაავადების ახალი შემთხვევები აშშ-ში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ზოგიერთმა შტატმა სოციალური დისტანცირების ვალდებულება შეარბილა.

იმ ადგილებშიც კი, სადაც წლის დასაწყისში ინფექცია წარმატებით იქნა ლოკალიზებული, მაგალითად ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ იზრდება. თეორია, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თბილი ამინდი ვირუსის გავრცელებას შეაფერხებდა და სიტუაციას გამოასწორებდა, უსაფუძვლოდ გამოიყურება.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …