მთავარი » მსოფლიო » იმუნიზაციის უპრეცედენტო ტემპები – COVAX-მა ვაქცინები უკვე 100 ქვეყანას მიაწოდა

იმუნიზაციის უპრეცედენტო ტემპები – COVAX-მა ვაქცინები უკვე 100 ქვეყანას მიაწოდა

COVAX-ის პლატფორმამ, კოვიდ-ვაქცინების საერთაშორისო მიწოდების დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, სასიცოცხლოდ აუცილებელი ვაქცინები მსოფლიოს 100 ქვეყანას მიაწოდა. ინფორმაციას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ამ მომენტისთვის უკვე მიწოდებულია 38 მილიონ დოზაზე მეტი პრეპარატი. საუბარია მწარმოებლებზე – AstraZeneca, Pfizer-BioNTech და Serum Institute of India.

COVAX-ი ცდილობს ვაქცინები ყველა წევრ სახელმწიფოს 2021 წლის პირველ ნახევარში მიაწოდოს მიუხედავად მარტსა და აპრილში მიწოდებაში დაფიქსირებული შეფერხებებისა.

ნახსენები 100 სახელმწიფოდან 61 დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში შედის და მათთვის ვაქცინების მიწოდება Gavi COVAX Advance Market Commitment (AMC-ის ფარგლებში ფინანსდება.

უახლესი პროგნოზების თანახმად, COVAX

-ი გეგმავს წლის განმავლობაში ვაქცინების მინიმუმ 2 მილიარდი დოზის მიწოდებას.

ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელთა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის გენერალური დირექტორის თომას ქვეყნის შეფასებით, ესაა ინოვაციების წარმატების ისტორია. „პირველი ვაქცინა ჯანმოს მიერ აღიარებულ იქნა 2020 წლის 31 დეკემბერს, ვირუსის გავრცელებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში. ესაა წარმოების წარმატების ისტორია, როდესაც წარმოება ნულიდან გაიზარდა ერთ მილიარდ დოზამდე 2021 წლის აპრილისთვის. ესაა წარმატების ისტორია ლოჯისტიკასა და ქვეყნის მზაობაში: ვაქცინები 100-მა ქვეყანამ მიიღო და ბოლოს, რაც მთავარია, ესაა თანამშრომლობა და სოლიდარობა. COVAX-ის პარტნიორობა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ერთად ვაქცინების განაწილებაში – არის საუკეთესო გარანტია, რომ ადამიანები, რომლებსაც ესაჭიროებათ ვაქცინა, მათ აუცილებლად დროულად მიიღებენ, რათა დაასწრონ ვირუსის მუტაციას,“ – განაცხადა ქუენიმ.

 

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …